გაკვეთილის მთავარი გეგმა
|
მსოფლიოს ჩემპიონები ჭადრაკში
|
სწავლების საფეხური
|
V კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე, კლასში არ არის განსაკუთრებული საჭიროების
მქონე მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან უდიდესი მიღწევების მქონე
ადამიანებს აღნიშნულ სფეროში, აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებენ ტურნირის ნიუანსებზე
და შეიტყობენ ქართველი მოჭადრაკეების წარმატებას მსოფლიო ასპარეზზე
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეები შეიტყობენ,რომ ქართველი მოჭადრაკეები
ყოველთვის იყვნენ მსოფლიო არენაზე მოწოდების სიმაღლეზე,გაეცნობიან მათი ბიოგრაფიის
მნიშვნელოვან დეტალებს, ასევე გაიღრმავებენ ცოდნას საჭადრაკო ტერმინოლოგიის თვალსაზრისით.
|
წინასწარი ცოდნა
|
სმენიათ თუ არა ისეთი გვარები ჭადრაკის სფეროდან,
როგორებიცაა: გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე? იციან თუ არა ისეთი მსოფლიო ჩემპიონი მამაკაცი,
რომელიც ჭადრაკს ეზიარა ბ.ძნელაძის სახელობის
თბილისის პიონერთა სასახლის ჭადრაკის სექციაში?
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ცოდნას წარმოაჩენენ ზეპირი პრეზენტაციის
სახით და შეფასდებიან ჯგუფური განმავითარებელი
შეფასებით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
მოსწავლეებს დაევალებათ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის
მეშვეობით. გაკვეთილზე დაგვჭირდება კომპიუტერი (პროგრამა power point-ი) და პროექტორი
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1.მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად(წინასწარ)
2.გაკვეთილს დავიწყებ კითხვით: როგორ ფიქრობთ, სპორტის
რომელ სახეობაში არიან ქართველი სპორტსმენები უფრო წარმატებული, ფეხბურთში თუ ჭადრაკში?
3.ჯგუფების მოსაზრებებს ჩამოვწერ დაფაზე(10წთ)
4.ვუჩვენებ პრეზენტაციას შესაბამის თემაზე(10 წთ)
5.შევადარებთ ჯგუფების მოსაზრებებს პრეზენტაციის ჩვენებამდე
და მის შემდეგ(5წთ)
6.მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებულ ინფორმაციას(10წთ)
7.დავსვამ რამდენიმე კითხვას პრეზენტაციაში წარმოდგენილი
ინფორმაციის შესახებ(5წთ)
8.შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით(5წთ)
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий